საბაკალავრო სტიპენდიების პროგრამა
ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (AUBG) და საერთაშორისო განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2012/2013 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო ფაკულტეტებზე:
ბიზნეს ადმინისტრაცია;
• ეკონომიკა;
• ევროპული პოლიტიკა;
• კომპიუტერული მეცნიერებები;
• ისტორია და ცივილიზაცია;
• საინფორმაციო სისტემები;
• ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაციები;
• პოლიტიკური მეცნიერება / საერთაშორისო ურთიერთობები;
• მათემატიკა.
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. ღია საზოგადოების ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს როგორც სრულ სტიპენდიას, ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებასაც.
ღია საზოგადოების ინსტიტუტის სრული სტიპენდია ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილ თანხებს. სტუდენტს გადასახდელი ექნება ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება. ნაწილობრივი ფინანსური დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება აპლიკანტთა აკადემიურ მოსწრებასა და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე. აბიტურიენტები აბარებენ TOEFL-სა და SAT ტესტებს.
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.