რუსთაველის ფონდის კონკურსი
სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა აკადემიური ხარისხის (გარდა ბაკალავრისა) მქონე ფიზიკურ პირს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში.
2010 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე.
საკონკურსო საბუთების წარდგენისა და განხილვის ვადები:
სამოგზაურო გრანტებისათვის საკონკურსო საბუთების წარმოდგენა ფონდში შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე. საკონკურსო საბუთების ფონდში წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ მიიღება.
საკონკურსო საბუთების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადებია:
2010 წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 აპრილი;
2010 წლის ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 ივნისი;
2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 16 აგვისტო;
2010 წლის ნოემბერი - დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 15 ოქტომბერი.
საბუთების მიღება იწარმოებს რუსთაველის ფონდში,
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11