რურის უნივერსიტეტის კვლევითი სკოლის სტიპენდიები ინტერდისციპლინარული კვლევის განხრით PhD ხარისხის მაძიებელთათვის გერმანიაში
რურის უნივერსიტეტის კვლევითი სკოლა - გერმანიის მოწინავე ინიციატივა წარმოგიდგენთ 12 PhD გრანტს:
• 10 PhD გრანტი რურის ბოქსუმის უნივერსიტეტიდან;
• 1 PhD გრანტი "Alfied Krupp von Bohlen und Halbach"-ის ფონდიდან;
• 1 PhD გრანტი "Schafersnolte-Gedachtnis - Stiftung"-იდან კიბოს კვლევის განხრით.
კვლევითი სკოლა ხელს უწყობს უმაღლესი სამაგისტრო განათლების მიღებას გერმანიის ქ. რურის ბოქსუმის უნივერსიტეტის ფარგლებში, გთავაზობთ გერმანიაში უნიკალური ინტერდისციპლინარული კვლევების განხორციელების შესაძლებლობას.
გრანტები მოიცავს:
- ყოველთვიურ 1.000 ევროს (მაქსიმუმ 36 თვე);- დამატებით სახარჯო და სამგზავრო თანხას;- სპეციალური უზრუნველყოფის სერვისს უცხოელი სტუდენტებისათვის;- თანამედროვე კვლევითი საშუალებებით უზრუნველყოფას;- დახვეწილ სამეცნიერო პროგრამას;- ტრანსდისციპლინარული მეცნიერების კოლეჯს;- გადაცემადი უნარ-ჩვევების ტრენინგს;- მეთვალყურეობას;- კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად მუშაობის ღონისძიებებს;- კარიერის შექმნაში ხელშეწყობას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 31 ოქტომბერი.
დეტალებს, მიღების პროცედურასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: http://www.research-school.rub.de/application
ან მიმართოთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)