რუმინეთის (სიბიუ) ბიზნესის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
რუმინეთის ქალაქ სიბიუს ბიზნესის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ბიზნესის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საერთაშორისო სტუდნეტებისთვის ორ კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება სიბიუში 2011 წლის 14 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით. პროგრამის მიმდინარეობისას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მრავალროცხოვან დებატებსა და ლექცია - სემინარებში. ნიშანდობლივია, რომ სწავლების პროცესში რუმინეთის ბიზნესის საზაფხულო სკოლა იყენებს აშშ–ს ჰარვარდის ბიზნეს - სკოლის მიერ აპრობირებულ და დანერგილ მეთოდებს. პროგრამის ძირითად სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური.
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულებაა 250 ევრო, რომელიც შეიცავს დაბინავებისა და კვების ხარჯებს, ჩამოსულ სტუდენტთა დახვედრის პაკეტს სასწავლო მასალებთან ერთად და სხვა ღირსშესანიშნავ ღონისძიებებს. საყურადღებოა, რომ მონაწილეობის მსურველი კანდიდატები ვერ მიიღებენ საზაფხულო სკოლაში ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს პროგრამაში მონაწილეობის საფასურის წინასწარ გადარიცხვამდე. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.