ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

რუმინეთის საზაფხულო სემინარი „შესაფერისი საერთაშორისო საზოგადოების ძიება“

ლუქსემბურგის ევროპულ და საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტი შავი ზღვის უნივერსიტეტის ფონდთან და რუმინეთის ევროპულ კულტურულ ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევარებისა და პროფესიონალებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან საერთაშორისო საზაფხულო სემინარში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „შესაფერისი საერთაშორისო საზოგადოების ძიება“. სემინარი გაიმართება რუმინეთის ქალაქ  ვამა ვეჩეში  2011 წლის 15 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით.

სემინარის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს კრიტიკულად შეაფასოს საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობანი, აღნიშნულ სფეროში არსებული  სტრუქტურები და მექანიზმები, აგრეთვე შეაფასოს სიმდიდრისა და ძალაუფლების გადანაწილების დონე და მოახდინოს არსებულ პრობლემათა მოგვარების გზების ძიება. პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური. წარჩინებულ კანდიდატებს ლუქსემბურგის ევროპულ და საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტი დააფინანსებს 395 ევროს ოდენობის გრანტით, რომლითაც ანაზღაურდება პროგრამაში მონაწილეობის, დაბინავებისა და კვების ხარჯები.

სემინარში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    რეზიუმე (CV);
•    სამოტივაციო წერილი;
•    ორგვერდიანი ესე, რომელიც უნდა ეხებოდეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 18 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11

ბანერები