ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

რუმინეთის მთავრობის სასწავლო გრანტები 2010-2011 სასწავლო წლისთვის

რუმინეთის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2010-2011 სასწავლო წლისთვის გამოყო სტიპენდია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
რუმინეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული სტიპენდია მოიცავს რუმინეთში სწავლის გადასახადს და ცხოვრების ხარჯს. პირად და საერთაშორისო მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
რუმინული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რუმინულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ შემოთავაზებულ სტიპენდიებზე სწავლა იქნება მხოლოდ რუმინულ ენაზე. რუმინული ენის არ მცოდნე სტიპენდიის მოპოვების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ წლიანი რუმინული ენის შემსწავლელი კურსების გავლის.
პრიორიტეტული სპეციალობებია: პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები, განათლება, რუმინული კულტურა და ცივილიზაცია, ჟურნალისტიკა, ტექნიკური მეცნიერებები, ზეთისა და გაზის წარმოება, სოფლის მეურნეობა, მედიცინა (ვეტერინარია), არქიტექტურა, ხელოვნება. სხვა სპეციალობების მქონე აპლიკანტთა განაცხადებიც იქნება განხილული.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
1. სააპლიკაციო ფორმა ( იხილეთ დანართი);
2. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
3. მოკლე ავტობიოგრაფია (CV);
4. ატესტატის, ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის და დანართის (ნიშნების ფურცელის) დამოწმებული ასლი;
5. 4 ფოტოსურათი;
6. დაბადების მოწმობის და თარგმანის დამოწმებული ასლი;
7. პასპორტის დამოწმებული ასლი.
აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ხოლო მეორე ეგზემპლიარი ნოტარიული დამოწმების გარეშე.
თუ დასახელებული დოკუმენტაცია არ არის რუმინულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე საჭიროა თარგმანის ნოტარიულად დამოწმება.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2010 წლის 26 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.mae.ro
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

 

ბანერები