რომის საპიენცას უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა
ერასმუს მუნდუსის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რომის საპიენცას უნივერსიტეტი 2011–2012 აკადემიური წლისათვის აცხადებს სადოქტორო სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისათვის. სტიპენდია განკუთვნილია საპიენცას უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსების გასავლელად სხვადასხვა მიმართულებების განხრით. პროგრამა სამწლიანია და ყოველწლიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 19.800,00 ევროს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სრულად შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ან საზღვარგარეთის პასპორტის ფოტო ასლი;
- რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე;
- შესაბამის სფეროში მაგისტრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
- ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია;
- დამუშავებული კვლევითი ნაშრომის თეზისები (არსებობის შემთხვევაში);
- გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია (არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია დამატებითი კვალიფიკაციის ფლობის შესახებ, რაც კანდიდატის აზრით, შერჩევის პროცესში მიღებული უნდა იქნას მხედველობაში;
- მოკლე განცხადება, სადაც დასაბუთებული იქნება, თუ რატომ აირჩია კანდიდატმა დოქტორანტურის კონკრეტული მიმართულება;
- კანდიდატის სამეცნიერო ინტერესების აღმწერი სამოტივაციო წერილი;
- მოკლე კვლევითი პროექტის მონახაზი (არსებობის შემთხვევაში).
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.