ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

რობერტ–ბოშის ფონდისა და კარლ - გოერდელერის კოლეჯის სტიპენდია გერმანიაში

რობერტ–ბოშის ფონდი და კარლ–გოერდელერის კოლეჯი (გერმანია) აცხადებს კონკურსს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, მოლდავეთისა და თურქეთის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სექტორში. სტიპენდიანტები გაიგზავნებიან ბერლინსა და ვარშავაში.  პროგრამა გაგრძელდება 2011 წლის 11 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე. ძირითადი სამუშაო ენაა გერმანული. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეები გაივლიან გერმანული ენის გასაუმჯობესებელ კურსებს, რომლებიც ჩატარდება გერმანიაში 2011 წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
•    წარმოადგენდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, მოლდავეთის ან თურქეთის მოქალაქეებს და ცხოვრობდნენ ჩამოთვლილთაგან ერთ - ერთ სახელმწიფოში;
•    ჰქონდეთ მინიმუმ წარჩინებული ბაკალავრის დიპლომი;
•    ფლობდნენ პირველად პროფესიულ გამოცდილებას საჯარო სექტორში და სარგებლობდნენ დამსაქმებლის მხარდაჭერით;
•    ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა პროექტისათვის და მჭიდრო კავშირი უკეთესი სახელმწიფო მმართველობის, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის საკითხებთან;
•    ფლობდნენ გერმანულ და ინგლისურ ენებს.

რობერტ ბოშის ფონდი პროგრამის მონაწილეებს აუნაზღაურებს სასწავლო პროცესთან, დაბინავებასთან, მგზავრობასთან და გერმანული ენის გაუმჯობესების კურსებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები