ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდიები კულტურის მენეჯმენტში ახალგაზრდა ხელოვანთათვის

რობერტ ბოშის ფონდი (გერმანია) აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანთათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ, ცენტრალური და სამხრეთ - დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებული არიან კულტურის სფეროში.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: ცამეტი თვე (დასაწყისი: 2011 წლის ოქტომბერი).

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
•    ჰქონდეს კულტურის მენეჯმენტში ან პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
•    წარმოადგენდეს ცენტრალური, აღმოსავლეთ ან სამხრეთ - დასავლეთ ევროპის ერთ - ერთი სახელმწიფოს მოქალაქეს;
•    სრულყოფილად ფლობდეს გერმანულ ენას;
•    ჰქონდეს უმაღლესი განათლება;

პროგრამა ითვალისწინებს:
•    ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით;
•    მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას გერმანიასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე;
•    ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და ზარალის დაზღვევას;
•    დამატებით დახმარებას პროგრამის პერიოდში და სამშობლოში პროფესიული საქმიანობის დასაწყისში;
•    მოსამზადებელ სემინარს 2011 წლის ოქტომბერში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ რეგულარულ კურსებს;
•    კონტაქტების დამყარებას რობერტ ბოშის ფონდის სხვა პროგრამებთან, აგრეთვე კულტურისა და განათლების პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან სფეროებთან თუ პირებთან.

განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011წლის 6 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები