რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვაში
ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI) აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამაზე რიგის უმაღლეს იურიდიულ სკოლაში (RGSL).
პროგრამა ხელმისაწვდომია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირთათვის, რომელთაც გავლილი აქვთ 4 წლიანი სასწავლო კურსი სამართლისმცოდნეობაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში, აგრეთვე თუ აქვთ სამართლის ძირეული ცოდნა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
პროგრამის 2010/2011 წლის სასწავლო კურსი დაიწყება 2010 წლის სექტემბერში.
სტიპენდიის თითოეულ მფლობელს სრულად აუნაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ხარჯები. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამატებითი სტიპენდია მგზავრობის, საცხოვრებლისა და დამატებითი განათლების მისაღები ხარჯებისათვის. პროგრამის მონაწილე თითოეულ სტუდენტს მოუწევს სამაგისტრო თეზისების წარმოდგენა საერთაშორისო საჯარო სამართლისა ან ადამიანის უფლებათა დაცვის დარგებში.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 24 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი:
www.rgsl.edu.lv/index.php?option=com_content&task=view&id=519&Itemid=134
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)