ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) 2010 წელს აცხადებს კონკურსს მეცნიერთათვის შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად
პროექტის მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, იმ მეცნიერთა (მეცნიერებათა დოქტორები ან/და მათთან გათანაბრებული პირები) წახალისება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით და გამოირჩევიან აქტიური და წარმატებული სამეცნიერო საქმიანობით.
კონკურსის პირობები:
ა) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში.
ბ) სტიპენდიის ოდენობაა თვეში 500 ლარი.
კონკურსანტისადმი წაყენებული მოთხოვნები:
ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული პირი;
გ) უნდა იყოს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ან/და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი;
დ) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ნაშრომი მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით.
• საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის პირობები:
1. კონკურსანტმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს პირადად, ქართულ ენაზე 3 (სამ) ნაბეჭდ ეგზემპლარად.
2. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდში (რუსთაველის ფონდში) საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 დეკემბრის 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგევრდი:http://rustaveli.org.ge/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)