პროექტს
ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის მიზნების სფეროს გასაფართოვებლად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო (ECA) და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს პროექტს "კარიერა ალუმნებისათვის საჯარო სამსახურში" (CAPS). პროექტის მიზანია მასკის პროგრამის კურსდამთავრებულთა ჩართვა საკუთარი ქვეყნის საჯარო სექტორში, იმისთვის რომ მაქსიმალურად მოხდეს მათ მიერ აშშ-ში მიღებული ცოდნის რეალიზება და აგრეთვე ხელშეწყობა იმისა, რომ ალუმნებმა შეიტანონ წვლილი ისეთი საჯარო სამსახურების საქმიანობაში, რომელნიც განიცდიან ფინანსური რესურსების ნაკლებობას და ამავდროულად ყველაზე მეტად საჭიროებენ გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს. საკუთარ ქვეყანაში საჯარო სამსახურში მომუშავე მასკის პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს მიიღებენ $300-ს სტიპენდიის სახით ექვსი თვის განმავლობაში.
აპლიკანტი სავალდებულოა იყოს მებისმიერი წლის მასკის პროგრამის კურსდამთავრებული, ანკეტის შეტანის მომენტში ცხოვრობდეს და მუშაობდეს პროგრამის მონაწილე 12 ქვეყანაში, ჰქონდეს გარანტირებული სამსახური ან მოხალისეობრივი პოზიცია საჯარო სამსახურში და ა.შ.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11