პროექტი "Smile"
პროექტი "Smile" ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. პროექტ "Smile"-ის ფარგლებში გრანტები გადაეცემათ ECA-ს პროგრამების კურსდამთვარებულებს საზოგადოებრივი პროექტების განსახორციელებლად.
პროექტების მთავარი მიზანი უნდა იყოს სარგებლობის მოტანა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფებისთვის, როგორიცაა უპატრონო ბავშვები, უნარ-შეზღუდულები და მოხუცები.
პროექტ "Smile"-ის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ახალგაზრდობას იყვნენ აქტიურები და სარგებელი მოუტანონ საკუთარ საზოგადოებას. პროექტები შეიძლება ეხებოდეს:
სასკოლო მოედნების და საზოგადოებრივი სათამაშო მოედნების გასუფთავება;
სხვადასხვა სახის ღონისძიებები/ვიზიტები ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში;
წიგნების შეძენა/შეგროვება ადგილობრივი ბიბლიოთეკის, სკოლის, ბავშვთა სახლის, საავადმყოფოს და სხვა ორგანიზაციათა დასახმარებლად;
ნებისმიერი სხვა პროექტი/ღონისძიება რომელიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და უპასუხებს პროექტ "Smile"-ის ძირითად მიზნებს.
მსგავსი პროექტებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხაა 250 აშშ დოლარი. პროექტს აუცილებლად უნდა უძღვებოდეს ECA-ს კურსდამთავრებული, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება პროექტში ჩართულ სხვა პირებზე.
აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: smile@irex.org
ამობეჭდილი აპლიკაცია უნდა ჩაბარდეს IREX- ის ადგილობრივ (თბილისის) ოფისშიც!
აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს პროექტი "Smile"-ს საგრანტო პროგრამაზე. აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა 2 აპრილი, 2010.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11