ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პროექტი "Smile"

პროექტი "Smile" ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. პროექტ "Smile"-ის ფარგლებში გრანტები გადაეცემათ ECA-ს პროგრამების კურსდამთვარებულებს საზოგადოებრივი პროექტების განსახორციელებლად.

პროექტების მთავარი მიზანი უნდა იყოს სარგებლობის მოტანა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფებისთვის, როგორიცაა უპატრონო ბავშვები, უნარშეზღუდულები და მოხუცები.

პროექტ "Smile"-ის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ახალგაზრდობას იყვნენ აქტიურები და სარგებელი მოუტანონ საკუთარ საზოგადოებას. პროექტები შეიძლება ეხებოდეს:

• სასკოლო მოედნებისა და საზოგადოებრივი სათამაშო მოედნების გასუფთავებას;

• სხვადასხვა სახის ღონისძიებები/ვიზიტები ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში;

• წინგების შეძენა/შეგროვება ადგილობრივი ბიბლიოთეკის, სკოლის, ბავშვთა სახლის, საავადმყოფოს და სხვა ორგანიზაციათა დასახმარებლად;

• ნებისმიერი სხვა პროექტი/ღონისძიება, რომელიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და უპასუხებს პროექტ "Smile"-ის ძირითად მიზნებს.

მსგავსი პროექტებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხაა 250 აშშ დოლარი. პროექტს აუცილებლად უნდა უძღვებოდეს ECA-ს კურსდამთავრებული, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება პროექტში ჩართულ სხვა პირებზე.

აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: smile@irex.org ამობეჭდილი აპლიკაცია უნდა ჩაბარდეს IREX-ის ადგილობრივ (თბილისის) ოფისშიც!

პროექტთან დაკავშირებული განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://www.irex.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=55

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები