პროექტი "Smile”
პროექტი "Smile" ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. პროექტ ”Smile”-ის ფარგლებში გრანტები გადაეცემათ ECA-ს პროგრამების კურსდამთვარებულებს საზოგადოებრივი პროექტების განსახორციელებლად.
პროექტ ”Smile”-ის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ახალგაზრდობას იყვნენ აქტიურები და სარგებელი მოუტანონ საკუთარ საზოგადოებას.
პროექტები შეძლება ეხებოდეს:
• სასკოლო მოედნების და საზოგადოებრივი სათამაშო მოედნების გასუფთავება;
• სხვადასხვა სახის ღონისძიებები/ვიზიტები ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში;
• წიგნების შეძენა/შეგროვება ადგილობრივი ბიბლიოთეკის, სკოლის, ბავშვთა სახლის, საავადმყოფოს და სხვა ორგანიზაციათა დასახმარებლად;
• ნებისმიერი სხვა პროექტი/ღონისძიება რომელიც სარგებელს მოურტანს საზოგადოებას და უპასუხებს პროექტ ”Smile”-ის ძირითად მიზნებს.
უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებსაც ექნებათ მდგრადი განვითარებისა პოტენციალი.
მსგავსი პროექტებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხაა 250 აშშ დოლარი. პროექტს აუცილებლად უნდა უძღვებოდეს ECA-ს კურსდამთავრებული, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება პროექტში ჩართულ სხვა პირებზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 18 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.