პროექტი ლიდერთა სკოლა ქალებისათვის
საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი, გაეროს დემოკრატიული ფონდის და ქალთა დემოკრატიის ქსელის ვაშინგტონის ოფისის მხარდაჭერით, იწყებს პროექტს “ლიდერთა სკოლა ქალებისთვის”. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ქალთა პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდა.
“ლიდერთა სკოლა ქალებისთვის” პროგრამა შედგება ორი ეტაპისაგან.
პირველი ფაზა:
1. რა არის პოლიტიკა? იდეოლოგიები;
2. დემოკრატია;
3. სახელმწიფო სტრუქტურა და მართვის რგოლები;
4 საერთაშორისო ორგანიზაციები;
5. ლიდერობა და კომუნიკაციის უნარები.
მეორე ფაზა:
6.ლიდერობა;
7. მოტივაცია იმისთვის რომ მართო;
8. ნდობის მოპოვება და გავლენის მოხდენა;
9. გუნდურობა;
10. კონფლიქტის მართვა;
11. მოვალეობების განაწილება;
12. მიზნის დასახვა და სამოქმედო გეგმა;
13. საზოგადოებასთან ურთიერთობა;
14. პარტიის დაარსება ფონდების მოძიება;
15. საარჩევნო კამპანია;
16. დისკუსია: ,,რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და სამოქალაქო საზოგადოების როლი?”
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 35 წლამდე ქალები.
პროექტის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 24 თებერვლამდე, კვირაში ორჯერ საღამოს საათებში.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.