პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის
რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად 2011 წლისათვის.
საკონკურსოდ შემოთავაზებულია შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები:
• ქართველოლოგიის მეცნიერებები;
• ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები.
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას საგრანტო დაფინანსების გზით.
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
კონკურსის პირობები:
ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო კონკურსები ცხადდება მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრს, დოქტორანტს, დოქტორს და მათთან გათანაბრებულ პირებს).
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ ბაკალავრს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
საპროექტო განაცხადის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15000 ლარს.
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე.
საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში 2010 წლის 30 აპრილიდან 30 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით.
გამარჯვებული პროექტების დაფინანსება დაიწყება 2011 წლის იანვრიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინვებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.