ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პოლონურ- ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ - ამერიკულ ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიები

პოლონურ-ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებენ ღია კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს საქართველოდან.

სტიპენდიის პროგრამის მიზანია მომავალი სტიპენდიანტებისათვის დემოკრატიის, მეურნეობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება და მოიცავს 2 სემესტრიან სასწავლო კურსს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებელში, ასევე რამოდენიმეკვირიან პროფესიულ სტაჟირებას პოლონეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.

პრიორიტეტული მიმართულებებია: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ადმინისტრირება და მენეჯმენტი, საჯარო სამსახურის მართვა (სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში) ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია), პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა ამა წლის 15 მარტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდები:

www.fulbrith.edu.pl
http://kirkland.edu.pl

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები