ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პოლონეთის ვროკლავის ეკონომიკური უნივერსიტეტის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად

პოლონეთის ვროკლავის ეკონომიკური უნივერსიტეტი აცხადებს საზაფხულო სკოლის სტიპენდიებზე კონკურსს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს. სულ გაიცემა 16 სტიპენდია. აღნიშნული სასტიპენდიო კურსი გათვალისწინებულია კანდიდატებისთვის, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ წინარე – საშუალო, საშუალო, საშუალოზე მაღალ ან სრულყოფილ დონეებზე.

სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადების შეტანის შესაძლებლობა  აქვთ:
•    სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრიატის კურსს გადიან საქართველოს ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
•    ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების  ნებისმიერ მაგისტრანტ სტუდენტს.
•    ახლად კურსდამთავრებულ ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ საზაფხულო პროგრამაში.

სტიპენდია ფარავს:
•    საქართველოდან ვარშავაში საჰაერო და ვარშავიდან ქ. ვროკლავში მატარებლით ორმხრივი მგზავრობის საფასურს (შენიშვნა: სტიპენდიით არ ანაზღაურდება სტუდენტის ნებისმიერი სახის მგზავრობა საქართველოს ტერიტორიაზე);
•    კვების საფასურს (დღეში ორჯერადი კვება);
•    სასწავლო მასალებთან დაკავშირებულ ხარჯებს;
•    სტიპენდიით არ ანაზღაურდება სტუდენტის მიერ გაწეული ყოველდღიური ხარჯები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    რეზიუმე (CV) (ინგლისურ ენაზე);
•    სამოტივაციო წერილი.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 28 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.

ბანერები