პოლონეთის ქალაქ ვარშავის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის სტიპენდია
პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას ფილოსოფიის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე ფუნდამენტური კვლევის, ბიო და ნანოტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გადამუშავების განხრით.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
• ფლობდნენ მეცნიერებათა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, რომელიც მიღებული უნდა ჰქონდეთ არა უადრეს 2004 წლისა;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას;
• ელექტრონულად მიაწოდონ ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია პროგრამის კოორდინატორებს იმ სამ სპეციალობაში, რომელსაც ამოირჩევენ შემდეგ ვებგვერდზე არსებული ჩამონათვალიდან: http://ichf.edu.pl/mpd/phdprojects.html. ამჟამად ხელმისაწვდომი პროექტებია: A3, A7, A8, A9, B1, B3, B8.
ელექტრონულად წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
• მოკლე (2 გვერდამდე) სამოტივაციო წერილი.
• კანდიდატის სამაგისტრო ნაშრომის თეზისი (არა უმეტეს 4 გვერდისა).
• კონფიდენციალური სარეკომენდაციო წერილი ისეთი რეკომენდატორისაგან, რომელსაც შეუძლია ობიექტურად განსაჯოს კანდიდატის შესაძლებლობანი, როგორც დოქტორანტურის სტუდენტისა.
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია ელექტრონულად (სასურველია 1 წერილით) უნდა მიეწოდოს კანდიდატის მიერ არჩეული პროექტის შესაბამის კოორდინატორს (კოორდინატორების ელ-ფოსტის მისამართების ნახვა შესაძლებელია ვებგვედზე: http://ichf.edu.pl/mpd/phdprojects.html).
• ყველაზე მაღალი წინასწარი მისაღები ქულების მქონე კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.
• გასაუბრების თარიღი და დრო გამოცხადდება ზემოთაღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით 2010 წლის 10 მარტამდე.
• უცხოელი (მათ შორის ქართველი) კანდიდატებისათვის გასაუბრების ჩატარება დაიშვება ტელეკონფერენციის საშუალებითაც.
• გასაუბრების დროს კანდიდატები მზად უნდა იყვნენ უპასუხონ სამოტივაციო წერილთან, სამაგისტრო ნაშრომის თეზისებთან და ნებისმიერ სხვა მიწოდებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას.
• შერჩეულ კანდიდატებს კონკურსის შედეგების შესახებ შესარჩევი ტურის დასრულებისთანავე დაუკავშირდებიან.
პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://ichf.edu.pl/mpd/phdprojects.html
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)