ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პოლონეთის ქ. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის ცენტრის სტიპენდიები

ვარშავის უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო კონკურს 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის მიმართულებით.

მოცემული სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, რუსეთისა და მთლიანი პოსტ-კომუნისტური სივრცის ისტორია და მიმდინარე საკითხები. პროგრამა ფოკუსირებას ახდენს ეთნიკურ უმცირესობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (დიპლომი);
• კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს (გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შესაძლებლობათა მქონე კანდიდატებთან);
• პოლონური და ინგლისური ენების ისეთ დონეზე ცოდნა, რაც საშუალებას მისცემს უცხოელ სტიპენდიანტს თავისუფლად მოისმინოს ლექციები აღნიშნულ ენებზე და გამოიყენოს წერა-კითხვის შესაბამისი უნარ-ჩვევები.

სტიპენდიანტი, რომელიც ყველა სათანადო პროცედურის დაცვით გაივლის მოცემული პროგრამით გათვალისწინებულ სრულ სასწავლო კურსს საბოლოო სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ჩათვლით, ვარშავის უნივერსიტეტისგან მიიღებს აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს.

სასწავლო პროგრამაზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11

 

 

ბანერები