ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პიტსბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისთვის

სტიპენდია განკუთვნილია კურსდამთავრებულთა, ხარისხის მფლობელი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და და ინგლისური ენის ინტენსიური კურსის სტუდენტებისათვის.

კურსდამთავრებული:

• პირველად უნდა სტუმრობდეს პიტსბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

• უნდა შეიტანოს განაცხადი უნივერსიტეტში მიღებაზე და უნდა ჩაირიცხოს ხარისხის მაძიებელი სტუდენტის სტატუსით, რომელიც იხდის სწავლის თანხას;

• 4.0 ბალიანი შეფასების შკალის მიხედვით ჰქონდეს მინიმუმ 3.0 GPA.

სტიპენდიაზე არ მიიღებიან:

გაცვლითი პროგრამის სტუდენტები, მთავრობის მიერ/სამსახურიდან დაფინანსებული სტუდენტები; კანზას-პარაგვაის სტიპენდიანტი სტუდენტები, სპეციალურ მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელის სტატუსის მქონე სტუდენტები და ინგლისური ენის ინტენსიური პროგრამის სტუდენტები.

სტიპენდია არის ერთჯერადი და არ აღემატება 1000 ა.შ.შ. დოლარს ყოველი გაცემისას. თანხა ყოველ სემესტრში გადანაწილდება სასწავლო გადასახადის დასაფარად.

ხარისხის მფლობელი სტუდენტები:

• კანდიდატი უნდა იწყებდეს დამამთავრებელი კურსის მეორე სემესტრს პიტსბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტიპენდიაზე არ მიიღებიან:

გაცვლითი პროგრამის სტუდენტები და მთავრობის მიერ/სამსახურიდან დაფინანსებული სტუდენტები; კანზას-პარაგვაის სტიპენდიანტი სტუდენტები.

ინგლისური ენის ინტენსიური კურსის სტუდენტები:

• უნდა ჰქონდეს უმაღლესი შეფასება ინგლისურ ენაში APC დონეზე.

სტიპენდიაზე არ მიიღებიან:

გაცვლითი პროგრამის სტუდენტები,მთავრობის მიერ/სამსახურიდან დაფინანსებული სტუდენტები, კანზას-პარაგვაის სტიპენდიანტი სტუდენტები და სპეციალურ მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელის სტატუსის მქონე სტუდენტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.pittstate.edu/office/international/international-students/scholarships.dot

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები