პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ისტორიულ განათლებაზე
პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ისტორიულ განათლებაზე ჩატარდება 2010 წლის 16-18 ივნისს თურქეთის ქალაქ ერზრუმში ათა თურქის უნივერსიტეტში, კაზიმ კარაბეკის ისტორიული განათლების სკოლაში.
აღნიშნული სამდღიანი სიმპოზიუმი ქმნის შესაძლებლობას ერთად შეკრიბოს ფილოსოფოს-აკადემიკოსები და პედაგოგიური მოღვაწენი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მოხდეს ისტორიული განათლების პრობლემებისა და ახლებური ტენდენციების ერთობლივი განხილვა. ამასთანავე, დასწრება შეუძლია აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ თუ დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სიმპოზიუმის ძირითადი თემები:
• ისტორიული განათლება;
• განათლების ისტორია;
• ისტორიოგრაფია.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://beta.atauni.edu.tr/tarihegitimi/info.html
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)