პერპინიანის საუნივერსიტეტო ცენტრის საზაფხულო კურსები
საფრანგეთის, ქალაქ პერპინიანის საუნივერსიტეტო ცენტრი (CUEFP Perpignan-2010) გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ საზაფხულო პროგრამებს შემდეგი დიპლომების მოსაპოვებლად: DELF-DALF-CCIP-TEF-TCF RI
ზოგადი ფრანგული-დიპლომებისათვის: A1- C2
კომბინირებული კურსი: 1 კვირა პარიზში+ 1 კვირა პერპინიაში
ფრანგული სპეციფიური მიზნებისთვის: პარიზის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის (CCIP) გამოცდა- DFP (პროფესიოული ფრანგული ენის დიპლომი) იურიდიული - B2, DFP, სამედიცინო- B2
თემატური სტაჟირებები, მათ შორის გაიცემა ორი საუნივერსიტეტო დიპლომი: "დიპლომატიისა და საგარეო ურთიერთობების ფრანგული ენა" და "ღვინო, ტურიზმი და კულტურა"
სტაჟირებები: " თანამედროვე ფრანკოფონიული ლიტერატურა", "გასტრონომია, ფრანგული ენა და კულტურა"
ლინგვისტურ-კულტურული სტაჟირება - ერთი კვირა პარიზში, ერთი კვირა პერპინიაში, სტაჟირება ფრანგული ენა და თეატრალური სახელოსნო.
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 ივნისი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11