ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა „მათემატიკური მეთოდები ეკონომიკასა და ფინანსებში“

პარიზის პანთეონ–სორბონის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი წარჩინებული სტუდენტებისთვის სამაგისტრო სასწავლო პროგრამაში „მათემატიკური მეთოდები ეკონომიკასა და ფინანსებში“ (M1 – MMEF) მონაწილეობის მისაღებად.  პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე. სავალდებულოა ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა (TOEFL ტესტის ოფიციალურ გამოცდაში მიღებული შეფასებები). აღნიშნული დოკუმენტაციის გაგზავნა სავალდებულო არაა მათთვის, ვისაც მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში გავლილი აქვს ინგლისური ენის შემსწავლელი ოფიციალური სასწავლო კურსი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი წარჩინებული სტუდენტები მათემატიკის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მათი მონათესავე მიმართულებებიდან. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეთათვის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამიზნულია სოლიდური სტიპენდიების გამოყოფა როგორც საფრანგეთის, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რიგი ორგანიზაციებიდან. სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია პროგრამის ვებ–გვერდზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა PDF ფორმატში, ელექტრონულად უნდა გაგზავნონ ინგლისურ ენაზე შედგენილი ან აღნიშნულ ენაზე თარგმნილი (ნოტარიულად დამოწმებული)  შემდეგი დოკუმენტაცია:
•    განაცხადი ჩარიცხვის თაობაზე;
•    კანდიდატის პირადი ინფორმაციის, შეძენილი უმაღლესი განათლებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მიღებული აკადემიური ხარისხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შემცველი რეზიუმე (CV);
•    სრულყოფილი სამოტივაციო განცხადება;
•    მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL გამოცდაში მიღებული შეფასებები);
•    ორი სარეკომენდაციო წერილი;
•    წინარესამაგისტრო (GRE) გამოცდაში მიღებული შეფასებების ამსახველი დოკუმენტაცია (არ არის სავალდებულო, მაგრამ დიდად სასურველია);
•    კვლევითი პროექტის თეზისები და გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ივლისის დღის 12 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები