ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ორკვირიანი კურსები - გაცვლითი პროგრამა

"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით 2 კვირიან კურსებს ევროპასა და კავკასიის სხვადასხვა ქვეყნებში. ტრენინგის განმავლობაში, ევროპის ქვეყნების გამოცდილი ტრენერები წაიკითხავენ ლექციებს არაფორმალური განათლების სფეროში, როგორიცაა:

1. ინტერკულტურული საღამოები;
2. ევროპული მოქალაქეობა;
3. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება;
4. პიარ განათლება;
5. კონფლიქტის აღკვეთა და მშვიდობის მშენებლობა;
6. სამოქალაქო და ადამიანის უფლების განათლება.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კურსები წაიკითხება ინგლისურ ენაზე. ტრენინგებს დაესწრებიან 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები, ევროპის და კავკასიის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ბელგია, ჩეხეთი, იტალია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 12 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები