ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ოქსფორდის უნივერსიტეტის სამწლიანი პოსდსადოქტორო კვლევითი პროგრამა ზრდადი ფიზიკურ-ბიოლოგიური სისტემების მათემატიკური მოდელირების განხრით

ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას პოსტსადოქტორო კვლევით პროგრამაში მონაწილეობისათვის, რომელიც დაფინანსებულია მეფე აბდულაჰის სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (KAUST) გლობალური კვლევითი თანამშრომლობის (GRP) მიერ.

პროგრამის ხანგრძლივობა - 3 წელი.
პროგრამის დაწყების თარიღი- 2010 წლის 1 მარტი. შერჩეული კანდიდატების პირველადი ანაზღაურება განისაზღვრება 28,839 - 30,594 ევროს ოდენობით.

განაცხადის წარდგენის მსურველ კანდიდატებს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის დროისათვის მიღებული უნდა ჰქონდეთ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მათემატიკის ან მის მონათესავე სპეციალობაში, აგრეთვე სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი მოწმობა გამოყენებით მათემატიკასა და მექანიკურ მოწყობილობებში.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 8 იანვარი.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

https://www.maths.ox.ac.uk/notices/vacancies

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები