ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ოქსფორდის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა თეოლოგიის მიმართულებით

ოქსფორდის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი აცხადებს სტიპენდიას 2011–2012 აკადემიური წლისათვის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე თეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან. აპლიკანტი წარდგენილი და რეკომენდირებული უნდა იყოს საეკლესიო/სასულიერო წარმომადგენლის მიერ. პროგრამა უმთავრესად განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ან 2011 წლის ოქტომბრამდე უნდა მოიპოვონ  აკადემიური ხარისხი თეოლოგიის მიმართულებით მშობლიური აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან ან თეოლოგიური კოლეჯიდან.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს სრულ დაფინანსებას. სტიპენდია სრულად ანაზღაურებს სასწავლო გადასახადთან, არსებობასთან და საჭიროების შემთხვევაში სამშობლოში დასაბრუნებელ საჰაერო მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
    
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები