ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნორვეგიის უმაღლესი განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის (SIU) ცენტრის სტიპენდიები

ნორვეგიის სახელმწიფო საგანმანათლებლო საკრედიტო ფონდი სტუდენტებს სთავაზობს ფინანსურ დახმარებას სასწავლო საქმიანობის განსახორციელებლად. კონკრეტული სასწავლო კურსის სრული ღირებულების 30 პროცენტი ანაზღაურდება სასწავლო გრანტის, ხოლო დანარჩენი 70 პროცენტი კრედიტის სახით, რომელსაც სტუდენტი ფონდს აუნაზღაურებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ასევე ანაზღაურდება ნორვეგიაში ორმხრივი მგზავრობისა და სწავლების პროცესში არსებული პრაქტიკული საქმიანობების ხარჯები.
 
საჭირო საბუთები:
•    საშუალო განათლების ატესტატი;
•    მინიმუმ 2 კურსის სრულფასოვნად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მშობლიური უმაღლესი სასწავლებლიდან;
•    ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL - მინიმუმ 500/550 ქულა ან მინიმუმ 170 ქულა კომპიუტერული ტესტის შემთხვევაში);
•    ნორვეგიული ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (Bergenstest – მინიმუმ 450 ქულა ან ნორვეგიული ენის სასწავლო კურსის მინიმუმ  III დონე).

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები