ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები

ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტი აცხადებს სამაგისტრო სტიპენდიებს (UT).

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  •         დოკუმენტურად იყვნენ ჩარიცხულნი ტვენტეს უნივერსიტეტში სამაგისტრო სასწავლო– საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
  •         წარდგენილნი იყვნენ სტიპენდიაზე მათ მიერ არჩეული სპეციალობის მიხედვით უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ;
  •         არ წარმოადგენდნენ ევროკავშირის წევრ ან ევროპის ეკონომიკურ არეალში (EU/EEA) შემავალ სახელმწიფოთა მოქალაქეებს.

სტიპენდიების ოდენობა მერყეობს 5.000 ევროდან 20.000 ევრომდე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ გათვალისწინებულია სტიპენდიების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგი საბუთები:

  •         სასურველ სპეციალობაში მინიმუმ ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მშობლიური აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
  •         ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (აკადემიური იელტური შეფასებით მიღებული მინიმუმ 6.5 ქულა ან TOEFL ინტერნეტ – ტესტში დაგროვილი მინიმუმ 90 ქულა).

მოცემულ სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვიც-ცენტრის,

დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:

ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,

ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები