ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სტიპენდიები
ნიდერლანდების სამეფოს თბილისის საელჩო აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე მოკლევანიან სასწავლო კურსებზე სტიპენდიების პროგრამას.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
სოფლის მეურნეობა;
• ხე - ტყის დამუშავება და თევზჭერა;
• არქიტექტურა და ქალაქის დაგეგმარება;
• ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
• ბიზნეს ადმინისტრირება და მენეჯმენტი;
• განათლება და პედაგოგთა გადამზადება;
• საინჟინრო საქმე;
• გარემოს დაცვა;
• სახვითი და გამოყენებითი მეცნიერებები;
• სამართალმცოდნეობა;
• მასობრივი კომუნიკაცია და საინფორმაციო მეცნიერებები;
• მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები;
• სამედიცინო და ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებები;
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
• მომსახურება, ტურიზმი;
• სოციალური და ფსიქოლოგიური მეცნიერებები;
• ტრანსპორტი და კომუნიკაციები.
დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ჰქონდეს მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• უპირობოდ იყოს მიღებული კონკრეტული სასწავლო კურსის ნიდერლანდური უმაღლესი სასწავლებლის მიერ;
• ოფიციალურად იყოს წარდგენილი დამსაქმებლის მიერ, რომელიც პასუხიმსგებელია კანდიდატის შრომით ანაზღაურებაზე და წარმოადგენს ოფიციალურ გარანტიას, რომ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დააბრუნებს კურსდამთავრებულს იმავე ან უფრო მაღალ პოზიციაზე;
• არ უნდა იყოს დასაქმებული მსხვილ ინდუსტრიულ, კომერციულ, საერთაშორისო ან მულტინაციონალურ ორგანიზაციაში;
• სრულფასოვნად ფლობდეს ინგლისურ ენას.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადები:
• სამაგისტრო პროგრამებისთვის 2011 წლის 1 თებერვალი და 1 მაისი;
• მოკლევადიანი კურსებისთვის 2011 წლის 1 თებერვალი, 1 მაისი და 1 ოქტომბერი;
• სადოქტორო პროგრამებისთვის 2011 წლის 1 თებერვალი და 1 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.