ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს სტიპენდიები

ნიდერლანდების სამეფოს თბილისის საელჩო აცხადებს სტიპენდიების პროგრამას ე.წ. „A” კატეგორიის მოკლევადიანი კურსებისა და სამაგისტრო  (მათ შორის ე.წ. „დისტანციური სწავლების“) პროგრამებზე. სასწავლო კურსები დაიწყება 2011 წლის ზამთარში.

პროგრამით დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
•    წარმოადგენდეს საქართველოს ან სომხეთის მოქალაქეს;
•    იყოს საშუალო პროფესიული კარიერის მქონე პირი მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
•    არ უნდა იყოს დასაქმებული მსხვილ ინდუსტრიულ, კომერციულ, საერთაშორისო ან მულტინაციონალურ ორგანიზაციაში;
•    სრულფასოვნად ფლობდეს ინგლისურ ენას;

კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, ნიდერლანდების თბილისის საელჩოში ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    ოფიცილური წერილი ნიდერლანდების უმაღლესი სასწავლებლიდან (ორიგინალი არ მოითხოვება) ჩარიცხვის თაობაზე;
•    დამსაქმებლის ან უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალური წარმომადგენლის სარეკომენდაციო წერილი (შედგენილი სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ინსტრუქციების თანახმად);
•    კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი;
•    TOEFL-ის ტესტის გავლის დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემები (213 ქულა კომპიუტერულ ტესტში და 79 ინტერნეტ ტესტში) ან 6.0 ქულა იელტური შეფასებით;
•    დიპლომისა და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ნოტარიულად დამოწმება არაა სავალდებულო);
•    ავტობიოგრაფია (CV).

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები