ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის ობსერვატორიის სადოქტორო სტიპენდიები

ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ხარისხის მფლობელ სტუდენტებს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
•    კოსმოლოგია;
•    გალაქტიკის ფორმაცია და ევოლუცია;
•    ვარსკვლავთშორისი მატერიები და ვარსკვლავური ფორმაცია;
•    ვარსკვლავები და პლანეტათა სისტემები;
•    გამოთვლითი ასტროფიზიკა;
•    მაღალი ენერგიის ასტროფიზიკა;
•    ლაბორატორული ასტროფიზიკა;
•    ასტროქიმია და ასტროხელსაწყოების გამოყენების ტექნოლოგიები.

პროგრამის ხანგრძლივობა: ოთხი წელი.
პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების საზაფხულო და საზამთრო სკოლებში მონაწილეობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ლეიდენის უნივერსიტეტში ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  •     სამოტივაციო წერილი;
  •     რეზიუმე (СV);
  •     გავლილი სასწავლო კურსების ჩამონათვალი თითოეულ მათგანში მიღებული შეფასებების ამსახველ დოკუმეტაციასთან ერთად;
  •     მინიმუმ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.


განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 17 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები