ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების იან ვან ეიკის აკადემიის სტიპენდიები (მაასტრიხტი)

ნიდერლანდების იან ვან ეიკის აკადემია წარმოადგენს კვლევით და სამეწარმეო ინსტიტუტს, სადაც მხატვრები, დიზაინერები და თეორეტიკოსები ერთობლივ საქმიანობას ეწევიან მეცნიერებათაშორისი გამოცდილების გაცვლა-გამოცვლის დანერგვის კუთხით. აკადემია ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამაში მონაწილე კადრების შევსების კამპანიას. დაინტერესებულ კანდიდატებმა ელ-ფოსტით უნდა გაგზავნონ სამოტივაციო განაცხადები აკადემიაში კვლევით-წარმოებითი საქმიანობის სურვილის შესახებ და მიუთითონ კვლევითი მოღვაწეობის განხორციელების სასურველი ვადა (მინუმიმ 1 თვიდან მაქსიმუმ 24 თვემდე).
დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს სამხატვრო, დიზაინისა ან თეორეტიკის სპეციალობებში, სასურველია აგრეთვე გარკვეული სამუშაო გამოცდილებაც.

კურსის ხანგრძლივობა: 2011 წლის 1 იანვრი - 31 დეკემბერი.
ის სტუდენტი-მკვლევარები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ ინსტიტუტის მოთხოვნებს, წლიურად მიიღებენ სტიპენდიას 9,360 ევროს ოდენობით, ხოლო ის კანდიდატები, რომლებიც სრულფასოვნად ვერ დააკმაყოფილებენ ინსტიტუტში მიღებისა და საქმიანობის კრიტერიუმებს, ყოველწლიური სტიპენდიის მხოლოდ ნახევარს (4,680 ევროს) მიიღებენ.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტის მისამართზე:
leon.westenberg@janvaneyck.nl
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11

 

 

 

ბანერები