ნიდერლანდების ფონტისის უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები
მოცემული სტიპენდიები განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის (თუნდაც 1 კურსის) სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად ფონტისის უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯსა ან საინფორმაციო ტექნოლოგიების კოლეჯში გაიარონ 4 წლიანი სრულგანაკვეთიანი სასწავლო კურსი საინჟინრო საქმესა ან საინფორმაციო ტექნოლოგიებში. გარდა ჩვეულებრივ დადგენილი სტიპენდიებისა, განსაკუთრებით წარჩინებულ სტუდენტებს არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ფონტისის უნივერსიტეტი სთავაზობს დამატებით სტიპენდიას 2000 ევროს ოდენობით.
აღნიშნული სტიპენდიები ითვალისწინებს კანდიდატისათვის სასწავლო კურსის გავლასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას. კერძოდ, სწავლის საფასურად ოფიციალურად დადგენილი 7200 ევროდან სტუდენტს საკუთარი სახსრებით მოუწევს მხოლოდ 1700 ევროს ანაზღაურება, ვინაიდან სასწავლო პროგრამის I კურსიდან დამწყები სტუდენტები სტანდარტულად დადგენილი სტიპენდიის (3500 ევრო) გარდა მიიღებენ აგრეთვე დამატებით სტიპენდიას 2000 ევროს ოდენობით.
დაინტერესებულ კანდიდატებს სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად მოუწევთ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა (6.0 ქულა იელტური შეფასებით ან TOEFL ტესტით დაგროვილი მინიმუმ 550 ქულა).
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ელექტრონულად მიიღებენ შესავსებ და უნივერსიტეტში გასაგზავნ დაბინავების მოთხოვნის სააპლიკაციო ფორმასაც, რის საფუძველზეც უნივერსიტეტი შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სტიპენდიანტს სასურველი პირობების მქონე საცხოვრებელი ადგილით სასწავლო კურსის მიმდინარეობისას.
სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.
მოცემულ პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის, აგრეთვე სააპლიკაციო ფორმების მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული: fontys.edu/ictandengineering/Scholarships%28Prospective%29/all.htm
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11