ნიდერლანდების ეინდჰოვენის უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები კომპიუტერულ და საინჟინრო ტექნოლოგიებში
ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას საინფორმაციო (კომპიუტერული) და საინჟინრო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე.
პროგრამის ენა: ინგლისური.
სტიპენდიის ოდენობა: 2000 ევრო.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• საინფორმაციო ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა;
• საინფორმაციო ტექნოლოგიები და ბიზნესი;
• ელექტრონული საინჟინრო ტექნოლოგიები;
• საინჟინრო ბიზნეს ტექნოლოგიები.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცნეტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.