ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების ანა ვან დენ ბანის ფონდის სტიპენდიები განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებისთვის

ნიდერლანდების ანა ვან დენ ბანის სასტიპენდიო ფონდი აცხადებს კონკურსს წარჩინებული სტუდენტებისთვის ე.წ. განვითარებადი ქვეყნებიდან, აგრეთვე ნიდერლანდების ვაგენინგენის უნივერსიტეტში სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს კვალიფიკაციის ამაღლებაში კომპეტენტურ და მოტივირებულ ექსპერტებს, რათა მათ საშუალება მიეცეთ მოწინავე როლი შეასრულონ მშობლიური ქვეყნის სტრუქტურულ პრობლემათა მოგვარების  პროცესში სასოფლო - სამეურნეო წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

სტიპენდიის მიღების მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

  • ოფიციალურად ჩარიცხულნი იყვნენ ვაგენინგენის უნივერსიტეტში სასურველი სასწავლო კურსის გასავლელად;
  • გამოირჩეოდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრებით მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში;
  • მოწოდებულნი იყვნენ დაბრუნდნენ სამშობლოში ნიდერლანდებში სასწავლო კურსის დასრულებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ.


თუმცა, განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადა დაზუსტებული არ არის, ვინაიდან მისანიჭებელი სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია, სასურველია განაცხადების გაგზავნა განხორციელდეს უმოკლეს ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები