ნარკოპოლიტიკის ბნელი მხარე - სტიპენდიები ჟურნალისტებისთვის
უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი (HCLU) აცხადებს ჟურნალისტურ კონკურსს „ნარკოპოლიტიკის ბნელი მხარე". გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა
უნდა გამოიძიონ კონკრეტული პრობლემები, რომელიც გამოიწვია მათ ქვეყნებში გატარებულმა ნარკო პოლიტიკამ.
სტიპენდია წარმოადგენს ევროპის ნარკო პოლიტიკის ინიციატივის (EDPI) ნაწილს. EDPI არის ევორპული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანია, ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების რეკლამირება, ასევე ზიანის შემცირება, რაც ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის უმთავრესი პრინციპია. პროექტის სპონსორია „ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (OSI) მსოფლიო ნარკოპოლიტიკის პროგრამა და „საღი აზრი ნარკოპოლიტიკისთვის" (CSDP).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ევროპაში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ CV და მაქსიმუმ ორგვერდიანი განაცხადი, სადაც აღწერილი იქნება მიზნები, მეთოდები და ბიუჯეტი საგამოძიებო ანგარიშის პროექტისთვის. ანგარიშზე მუშაობის პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 4 კვირას.
გარდა ამისა, განმცხადებლებმა უნდა წარადგინონ ოფიციალური წერილი დასაქმების ადგილიდან. დამოუკიდებელმა კომპანიებმა კი - თავიანთი სამაუწყებლო ორგანიზაციიდან. წერილი უნდა შეიცავდეს ვალდებულებას საგამოძიებო ანგარიშის შედეგების გამოქვეყნებაზე.
ასევე კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ ორი ბოლოდროინდელი პუბლიკაციის ასლი (ბმულით ან დასკანერებული).
კონკურსანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ანგარიში ხელს შეუწყობს ნარკო პოლიტიკის გავლენას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ანუ ნარკოპოლიტიკა უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულებიანი.
კონკურსის თემები მოიცავს:
· რეპრესიული კანონიერი ინტერვენცია, დაპატიმრება;
· საერთაშორისო ნარკო კონვენციების გავლენა ეროვნულ ნარკო პოლიტიკაზე;
· ნარკომანიის მკურნალობის ეფექტურობა;
· მთავრობის/პოლიციის ხარჯები ნარკომანისთან დაკავშრებით;
· ბარიერები ჯანდაცვის უზრუნვესაყოფად;
· ნარკომანიასთან დაკავშირებული სტიგმა;
· სიღარიბე და ნარკომანია;
· კონტრასტი კანონიერ და უკანანო ნარკომანისთან დამოკიდებულებას შორის;
· ნარკომანია როგორც კულტურული მემკვიდრეობა;
· ნარკო ომი, მისი გავლენა ეროვნულ უმცირესობებზე;
· ნარკოტიკების შავ ბაზართან დაკავშირებული ძალადობა;
· ნარკომანთა ძალისმიერი მკურნალობა;
· აივ/შიდსის მატარებელი ნარკომანები;
· არალეგალური ნარკოტიკების სამედიცინო გამოყენება;
· ნარკო პოლიტიკის გავლენა ოჯახებზე;
· შიშზე დაფუძნებული ნარკო განათლება და პრევენცია;
· სკოლებსა და სამუშაო ადგილებში სავალდებულო ნარკო ტესტირება;
საუკეთესო პრაქტიკა განათლების, ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების სფეროებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი.
შერჩეულ კანდიდატებს 15 მაისამდე დაუკავშრდებიან. სტიპენდიის ოდენობა ინდიივიდუალურად გადაწყდება, მხედველობაში იქნება მიღებული განსაკუთღებული საჭიროებები და ადგილობრივი პირობები ანგარიშის მოსამზადებლად.
HCLU -თან დადებული კონტრაქტის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის ავტორობის და მისი გამოქვეყნების უფლება ექნება HCLU-ს. ანგარიში გამოქვეყნდება ევროპის ნარკოპოლიტიკის ინიციატივის (EDPI) ვებგვერდზე.
შერჩეულ ჟურნალისტებს მოეთხოვებათ დაასრულონ ანგარიშები ეროვნულ ენაზე, 15 ივნისამდე. სტატიები გადაითარგმნება ინგლისურად და გამოქვეყნდება ანტინარკომანიის დღეს - 26 ივნისს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის,
დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11