ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მოხალისეთა სასწავლო პროგრამა ტყიბულში ინგლისური ენის სწავლების კუთხით

ტყიბულის რეგიონული განვითარების ფონდი (TDDF) აცხადებს განაცხადების მიღებას მოხალისეთაგან, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და გააჩნიათ აღნიშნული კუთხით პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება. სასურველია ქართული და რუსული ენების ცოდნა. ფონდი აღნიშნულ პირებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ ინგლისური ენის პედაგოგთათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამაში, რომელიც ჩატარდება ტყიბულში 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 30 ივნისის ჩათვლით. პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდია სრულად აანაზღაურებს მონაწილეთა კვებისა და დაბინავების ხარჯებს. ტყიბულის რეგიონული განვითარების ფონდი (TDDF) მოწოდებულია აამაღლოს ახალგაზრდა პედაგოგთა განათლებისა და უნარ–ჩვევების დონე.

პროგრამის მონაწილე მოხალისე პედაგოგი იცხოვრებს ტყიბულში სხვა მოხალისეებთან ერთად კეთილმოწყობილ შენობაში. მეცადინეობები ჩატარდება ფონდის ოფისში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები