მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
სსიპ - „ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი)" აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად.
გრანტები გაიცემა 2010 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში - კონფერენციებში, კონგრესებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა აკადემიური ხარისხის (გარდა ბაკალავრისა) მქონე ფიზიკურ პირს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში.
საკონკურსო საბუთების წარდგენის ბოლო ვადებია:
• 2010 წლის თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 იანვარი;
• 2010 წლის მარტსა და აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 თებერვალი;
• 2010 წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 აპრილი;
• 2010 წლის ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის - 2010 წლის 15 ივნისი;
• 2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 16 აგვისტო;
• 2010 წლის ნოემბერი - დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის - 2010 წლის 15 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.rustaveli.org.ge
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333
ტელ: 899 21 16 70
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)