ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

იტალიის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის მილანის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის გასავლელად სხვადასხვა მიმართულებების განხრით. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ძირითად დარგებს: სპეციფიური საჰაერო ხომალდები, ინტერიერის არქიტექტურა და დიზაინი, არქიტექტურა, ურბანული დიზაინი, შენობა - ნაგებობათა და ლანდშაფტის დაცვა,  ბიოინჟინერია, ინდუსტრიული ქიმია და ქიმიური ინჟინერია, არქიტექტურული დაგეგმარება, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვა, დიზაინი, ფიზიკა, ტერიტორიული მოწყობა და მმართველობა, საჰაერო სივრცის ინჟინერია, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის ინჟინერია, მატერიალური რესურსების ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრო–ინჟინერია, მენეჯმენტი, ეკონომიკა და ინდუსტრიული ინჟინერია, მექანიკურ საშუალებათა ინჟინერია, სტრუქტურული სეისმური და გეოტექნიკური ინჟინერია, მათემატიკური მოდელები და მეთოდები საინჟინრო საქმეში, ურბანული და არქიტექტურული დიზაინი, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობისათვის, ენერგეტიკულ - ბირთვული მეცნიერება და ტექნოლოგიები, სივრცობრივი დაგეგმარება და ურბანული განვითარება, ტექნოლოგია და დიზაინი გარემოს დაცვისა და მშენებლობისათვის.

ჩამოთვლილთაგან ნახევარზე მეტი მიმართულება ითვალისწინებს სოლიდური სტიპენდიების გამოყოფას. სავალდებულოა ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა. იტალიური ენის ფლობა სავალდებულო არ არის, თუმცა პროგრამის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ დოქტორანტი მას შეისწავლის მილანის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    ოფიციალური მოწმობა კანდიდატის ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
•    ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომების ფოტოასლი ნიშნების ფურცლებთან ერთად);
•    რეზიუმე (CV);
•    სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება, თუ რატომ ირჩევს კანდიდატი კონკრეტულ მიმართულებას;
•    შერჩეული სადოქტორო მიმართულების განხრით დასამუშავებელი კვლევითი პროექტის თეზისები.


განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები