ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მიკრო გრანტების პროგრამა

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN), პროექტის "სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია ზუგდიდის რაიონში" ფარგლებში, ევრო კომისიის დაფინანსებით, აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ადგილობრივი ინიციატივებისათვის - ნარაზენის, ჭკადუაშის, ოქტომბერის, კოკის (ხურჩა) დარჩელის თემში.

პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
•    საზოგადოებისათვის სასარგებლო (ინიციატივამ სარგებელი უნდა მოუტანოს საზოგადოების დიდ ნაწილს და არა მხოლოდ მის განმხორციელებლებს);
•    ხელმისაწვდომი ფართო წრეებისათვის;
•    უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: ჯამრთელობა, განათლება, სოციალური დახმარება;
•    გრძელვადიანი (იდეას უნდა ჰქონდეს მომავალი; არ უნდა იყოს ორ-სამ კვირიანი ან ერთთვიანი; უნდა გააჩნდეს დაფინანსების შემდგომი განვითარების გეგმა);
•    პროექტი უნდა განახორციელოს საინიციატივო ჯგუფმა და არა ერთმა ადამიანმა.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

•    სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოების თანამშრომლები, სკოლის დირექტორები;
•    აპლიკანტები, რომელთაც აქვთ ერთჯერადი ინიციატივები (მაგ.: კონცერტი და ა.შ.), პროექტები სპორტზე ან გართობაზე;
•    პროექტები, რომლებშიც თანხა მოთხოვნილია რემონტის ან ტექნიკის შეძენისათვის.

ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
•    პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს;
•    PIN-ის გრანტის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასი პროგრამის განმხორციელებლებისათვის;
•    პრიორიტეტი მიენიჭება შერეულ საინიციატივო ჯგუფებს (ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისგან);
•    მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 სექტემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

ბანერები