ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მეხუთე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ევრო ინტეგრაციაზე - ევროპა ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ

ამერიკული უნივერსიტეტი სკოპიაში აწყობს მეხუთე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ევრო ინტეგრაციაზე - ევროპა ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ. კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 21 მაისს სკოპიაში (მაკედონია).

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი სპეციალობის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

შერჩეული კანდიდატების მგზავრობის ან ცხოვრების ხარჯები ანაზღაურდება ამერიკული უნივერსიტეტის მიერ.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 იანვარი.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:

http://www.uacs.edu.mk/conference/index.html

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები