ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

აზერბაიჯანში,  ქალაქ  ბაქოში 2011 წლის 12–14 ოქტომბერს ტარდება მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“.

კონფერენციის ძირითადი დანიშნულებაა თავი მოუყაროს საერთაშორისო ბიზნესმენებს, მკვლევარებსა და მეცნიერებს, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურის დამმუშავებლებს და სხვა პროფესიონალ მეწარმეებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებსა და მომსახურებებთან დაკავშირებული ინოვაციური იდეებისა და მრავალფეროვანი საკითხების განხილვისა და აზრთა გაზიარებისათვის. პროგრამა ძირითად ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:

·         საინფორმაციო მეცნიერება და მისი პრაქტიკული გამოყენება;

·         კომუნიკაცია, ქსელი და აპარატურა;

·         საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ბიზნეს - ადმინისტრირებაში, ფინანსებსა და ეკონომიკაში;

·         საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სახელმწიფო მმართველობასა და სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებაში;

·         საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მედიცინასა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში;

·         საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში, კვლევასა და მეცნიერებაში;

·         საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.

 
პროგრამის მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. საქართველოს მოქალაქეებს არ დასჭირდებათ აზერბაიჯანში გასამგზავრებელი ბიზნეს ან ტურისტული ვიზა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ კონფერენციაში მოხსენებით გამოსვლისათვის განკუთვნილი კვლევითი ნაშრომის თეზისები კონფერენციით გათვალისწინებულ თემებთან მიმართებაში.

თეზისების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივლისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11

ბანერები