მეოთხე საერთაშორისო საზაფხულო აკადემიური კონფერენცია მკვლევარების, დოქტორანტებისა და სტუდენტებისთვის
კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის ინტეგრაციული ინსტიტუტი (ICP) აცხადებს კანდიდატების მიღებას მეოთხე საერთაშორისო საზაფხულო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია გაიმართება 2011 წლის 18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ქალაქ კოქსში (შვეიცარია). პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიო მასშტაბით არსებული კონფლიქტების დარეგულირების გზების ძიებასა და მშვიდობის დამყარების საკითხებზე მსჯელობას. კონფერენცია განკუთვნილია როგორც საერთაშორისო მკვლევარებისა და დოქტორანტების, ისე უფრო დაბალი საფეხურის სტუდენტებისთვისაც.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა და თან დაურთონ რეზიუმე (CV).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 5 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.