ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მეექვსე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

უკრაინის კიევის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო სტუდნეტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მეექვსე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „მიღწევები და გამოყენების ზრდა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებებში“ (AACIMP-2011). სკოლა გაიმართება კიევში 2011 წლის 8 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. პროგრამა მოიცავს ლექცია - სემინარებს, განხილვა - დოსკუსიებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ოპერაციული კვლევა (თამაშების თეორია, ექსპერიმენტული ეკონომიკა, მათემატიკური ფინანსირება, ლოჯისტიკა, მატემატიკური მოდელირება); კომპიუტერული მეცნიერებანი (გამოთვლითი კომპიუტერული მომსახურება, სიახლეების გამოვლენაზე ორიენტირებული საინფორმაციო კვლევა, საინფორმაციო უსაფრთხოება, მობილური პლატფორმები); ნეირომეცნიერება (ნეირონებისა და ნეირონული ქსელების ბიოლოგიურად გამართლებული მოდელირება, თავის ტვინისა და კომპიუტერული რესურსების ურთიერთდაკავშირება, სინაპტიკური ტრანსმისიის მოდელები, ნეირონების შევსებისა და ვიზუალური კორტექსის მოდელები); გლობალური გამოწვევების მეცნიერებანი (თანამედროვე ენერგია, ასტროფიზიკა, ვირუსოლოგია, გენეტიკა, სტრატეგიული ანალიზი);
 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია პროგრამის ვებ - გვერდზე. სავალდებულოა აგრეთვე  რეგისტრაციის საფასურის წინასწარ გადახდა, რომელიც მოიცავს საზაფხულო სკოლის გავლასთან დაკავშირებულ სასწავლო და სხვა რესურსებთან დაკავშირებულ ხარჯებს. სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან 2011 წლის 1 ივნისამდე, რეგისტრაციია ღირებულებაა 200 ევრო, ხოლო მათთვის, ვინც რეგისტრაცია გაივლის 2011 წლის 1 აგვისტომდე, 250 ევრო. დამატებით 105 ევროს გადახდის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითა და დაბინავებით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადებია 2011 წლის 1 ივნისი (ადრეული ვადა)  და 2011 წლის 1 აგვისტო (გვიანდელი ვადა).

(დამატებითი ინფორმაცია: http://summerschool.ssa.org.ua)

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები