მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია ,,გზაჯვარედინი კულტურათმცოდნეობაში”
ცხადდება მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია ,,გზაჯვარედინი კულტურათმცოდნეობაში”. პროგრამა გაიმართება პარიზში 2012 წლის 2 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით. პროგრამას უმასპინძლებს სორბონის უნივერსიტეტი საფრანგეთის ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.
სესიის ხანგრძლივობაა 90 წუთი. სესიაზე წარმოდგენილი იქნება სამი ნაშრომი, თითო ოცი წუთის ხანგრძლივობით.
განაცხადების გაგზავნისა და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.