ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ენერგია და კლიმატის ცვლილებები''

2010 წლის 7-8 ოქტომბერს ათენში, (საბერძნეთი) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ეგიდით ჩატარდება მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “ენერგია და კლიმატის ცვლილებები”.კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოწვეულნი იქნებიან მეცნიერები, მკვლევარები, დოქტორანტები, პოლიტიკოსები, აგრეთვე მაღალი რანგის წარმომადგენლები შავიზღვისპირა ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ცნობილნი არიან სამეცნიერო კვლევით მუშაობით ენერგიასა და კლიმატის ცვლილებების სფეროში.

სესიები ორიენტირებული იქნება ენერგიასა და გარემოზე - კლიმატის ცვლილებებზე. ყველა სესია გაიმართება ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ცენტრალურ შენობაში "ახალ ამფითეატრში".

კონფერენცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები