ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მცირე გრანტების პროგრამა (ECA)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მცირე გრანტების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ECA-ს გარკვეული პროგრამების კურსდამთავრებულებს, მიიღონ გრანტი საზოგადოებრივი და პროფესიული განვითარებისათვის.

მცირე გრანტების პროგრამის მიზანია პროგრამის კურსდამთვრებულთა შემდგომი პროფესიული განვითარება.

გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3 000 აშშ დოლარს. თანხა შესაძლებელია დაიხარჯოს შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:

• პილოტური პროგრამის წამოწყება არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ აკადემიურ დაწესებულებაში;

• გამართონ კონფერენცია ან ტრენინგი კოლეგებისათვის და/ან სხვა კურსდამთავრებულთათვის;

• დააფინანსონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კოლეგების მგზავრობა ევრაზიის ქვეყნებში კონფერენციების, ტრენინგებისა და პროფესიული თანამშრომლობის განსახორციელებლად;

• ჩამოაყალიბონ და გამოაქვეყნონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მასალა;

• გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ბუკლეტის ან ბროშურის სახით;

• განახორციელონ ნებისმიერი სხვა პროექტი, რომელიც პასუხობს პროგრამის მიზნებს და რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი შესარჩევი კომისია ან ECA.

ამჟამად მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამისა (Muskie) და ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს (UGRAD).

პროექტთან დაკავშირებული განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი.

მცირე გრანტების პროგრამა ცხადდება წელიწადში ორჯერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://www.irex.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=54

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები