მცირე გრანტების პროგრამა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მცირე გრანტების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ECA-ს გარკვეული პროგრამების კურსდამთავრებულებს მიიღონ გრანტი საზოგადოებრივი და პროფესიული განვითარებისათვის.
მცირე გრანტების პროგრამის მიზანია პროგრამის კურსდამთვრებულთა შემდგომი პროფესიული განვითარება.
გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3 000 აშშ დოლარს. თანხა შესაძლებელია დაიხარჯოს შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:
• პილოტური პროგრამის წამოწყება არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ აკადემიურ დაწესებულებაში;
• გამართონ კონფერენია ან ტრენინგი კოლეგებისათვის ად/ან სხვა კურსდამთავრებულთათვის;
• დააფინანსონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კოლეგების მგზავრობა ევრაზიის ქვეყნებში კონფერენციების, ტრენინგების და პროფესიული თანამშრომლობის განსახორციელებლად;
• ჩამოაყალიბონ და გამოაქევყნონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მასალა;
• გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ბუკლეტისა ან ბროშურის სახით;
• განახორციელონ ნებისმიერი სხვა პროექტი რომელიც უპასუხებს პროგრამის მიზნებს და რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი შესარჩევი კომიისია ან ECA.
ამჟამად მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამისა (Muskie) და ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს (UGRAD).
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.